ახალი ამბები

რაც არ უნდა პატარები ვიყოთ მეგობართან შედარებით, უნდა ვუთხრათ სიმართლე – მდინარაძე

8 აპრილი, 2023 • 2068
რაც არ უნდა პატარები ვიყოთ მეგობართან შედარებით, უნდა ვუთხრათ სიმართლე – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ აშშ მოსამართლეთა დასანქცირების გამო მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მაშინ მათი გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.

მისი თქმით, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვენისგან ასეთი დამოკიდებულება ყოვლად მიუღებელია, რადგან „საქმე გვაქვს მტკიცებულებების გარეშე კონკრეტული ღონისძიების გატარებასთან“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავარჩიოთ მტერი და მოყვარე, უნდა გავარჩიოთ მეგობარი და არამეგობარი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვუთხრათ მეგობარს, რაც არ უნდა პატარები ვიყოთ ზომით თუ წონით ამ მეგობრის წინაშე და მასთან შედარებით, რა არის სიმართლე და რა არის არასწორი ინფორმაცია და უნდა მივაქციოთ ყურადღება ვინ რას ამბობს და არა მხოლოდ იმას, ვინ ამბობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოში  სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.

სანქცია გულისხმობს მოსამართლეების — ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისთვის და მათი ოჯახებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი