ახალი ამბები

მოსამართლეთა სანქციები: ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

6 აპრილი, 2023 • 651
მოსამართლეთა სანქციები: ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატები სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირების თაობაზე ითხოვენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით პარლანეტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ამ მიზნით დაინიშნოს რიგგარაშე სხდომა. ამის შესახებ დეპუტატებმა დღეს, 6 აპრილს, პარლამენტში ბრიფინგზე ისაუბრეს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ეთანხმება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი.

“ორშაბათს მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის”, – განაცხადა მან.

პარტია “ლელოს” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასანქცირებენ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელს საქართველოში. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი იყოს, რის გაკეთებასაც ოპოზიიონერი დეპუტატები შეძლებენ:

“ქართული ოცნება, მათი კორუმპირებული სასამართლო კლანი საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოულ მოქალაქეს იმიტომ, რომ ხელისფლების ურთიერთობები აშშ-თან ასეთ მინიმალურ ნიშნულზე ისტორიულად არ ყოფილა. პირველად ხდება, რომ ასანქცირებენ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელს. ამიტომ დღევანდელი რეაქციით ვამბობთ, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლების ოპოზიციური ნაწილი პარლამენტში, ჩვენს წარმომადგენლობით მანდატებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული თქვენგანის, თითოეული საქართველოს მოქალაქის უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიროები.

პირველ რიგში ჩვენთვის ეს არის გზავნილი, რომ მათ [აშშ-ს] ჰყავთ მტკიცე მოკავშირეები ქართველი ხალხის და დემოკრატიული ოპოზიციის სახით და ჩვენ არ ვაპირებთ უყურადღებოდ დავტოვოთ ის უკიდურესი შეშფოთება, რაც ვაშინგტონმა გამოხატა, როდესაც დაასანქცირა კონკრეტული მოქალაქეები. ამიტომ, ამ კომიისიის შექნა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რაც კი შესაძლოა განხორციელებულიყო ჩვენს პარლამენტში. მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი საქართველოს მოქალაქების დასაცავად”, – განაცხადა სამადაშვილმა.


რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლადსახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებისგამოკვლევის მიზნითკომისიის შექმნის საფუძველია:

  • ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოსთანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედებისშესახებკორუფციული სამართალდარღვევის შესახებრომლებიც საფრთხეს უქმნისსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებასსუვერენიტეტსტერიტორიულ მთლიანობასპოლიტიკურეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
  • ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტისადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარესკომიტეტსფრაქციასპარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედსკომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერახოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღებაკომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოაკომისია უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმესმიმართოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზეკომისიას უფლება აქვს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშერომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევაასევედააყენოს გამოძიების დაწყებისადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრისუკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი