ახალი ამბები

ჯანმო: მსოფლიოში ექვსიდან ერთი ადამიანი უნაყოფოა

5 აპრილი, 2023 • 890
ჯანმო: მსოფლიოში ექვსიდან ერთი ადამიანი უნაყოფოა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევის თანახმად, მსოფლიოში ექვსი ადამიანიდან ერთს უნაყოფობა აქვს.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, განსხვავება უნაყოფობის დონეში სხვადასხვა შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის უმნიშვნელოა.

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, უნაყოფობის მკურნალობის უკეთესი წვდომა უზრუნველყონ.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის თანახმად, უნაყოფობად ითვლება რეგულარული (ჯანმოს ვერსიით – 12 თვის განმავლობაში) დაუცველი სექსი, რომელიც არ მთავრდება დაფეხმძიმებით.

პრობლემას, ჯანმოს თანახმად, წარმოადგენს უნაყოფობის სხვადასხვა მეთოდით დაძლევის დიდი ხარჯები, რომლებიც ქვეყნების უმრავლესობაში მცხოვრებ ცალკეულ პირებს აწვება ტვირთად და არა სახელმწიფო სისტემას. ამასთან ერთად, შედარებით ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობა მკურნალობაზე შემოსავლის უფრო დიდ წილს ხარჯავს. შესაბამისად, მკურნალობის სიძვირის გამო ბევრი ადამიანი მასზე წვდომას მოკლებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი