ახალი ამბები

მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკის გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

15 აგვისტო, 2024 •
მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკის გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მსოფლიოს ახალი ვირუსული ინფექციის – მაიმუნის ყვევილის შესახებ აფრთხლებს. მისი გავრცელების რისკის გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჯანმოს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო. თუმცა ახლა შემაშფოთებელი ტემპით ვრცელდება აფრიკის სხვა ქვეყნებშიც. 14 აგვისტოს გამართულ საგანგებო კომიტეტზე, რომელსაც ჯანმოს წარმომადგენლები და იმ ქვეყნების ექსპერტებიც ესწრებოდნენ, სადაც მაიმუნის ყვავილი უკვე გავრცელებულია, ითქვა, რომ არსებობს რისკი, ვირუსი აფრიკის კონტინენტს გასცდეს და დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდეს.

მაიმუნის ყვავილს სხვა ვირუსებისგან განასხვავებს გამონაყარი. გამონაყარმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილი და ტკივილი. გარდა ამისა, მას სხვა ვირუსების მსგავსი სიმპტომებიც აქვს – მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, კიდურების ტკივილი და ა.შ. ის საკმაოდ მარტივად ვრცელდება და შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე კანით ახლო კონტაქტითაც გადავიდეს.

ვირუსი 1970-იან წლებში ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში აღმოაჩინეს. 2022 წელს მისი გავრცელების მასშტაბი კონტინენტზე იმდენად გაიზარდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საფრთხედ მიიჩნია. იმ წელს მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. თუმცა შემდეგ მისი გავრცელება შეჩერდა. ახლა ჯანმო კვლავ საუბრობს რისკებზე და საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

წაიკითხეთ სტატია “ნეტგაზეთის” არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი