ხვალ სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე ევროკავშირი და უკრაინა გეგმავენ გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნას.
მე-2 კლასტერი მოიცავს შიდა ბაზარს, მესამე კი -კონკურენციას და ინკლუზიურ ზრდას.
ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის 6 თემატური კლასტერის (35 თავი) მიხედვით. უკრაინასთან გახსნილია ორი კლასტერი, შესაბამისად, რჩება კიდევ ორი.
ევროკომისია აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნისთვის მზადაა, თუმცა პროცესს უნგრეთი აჭიანურებს. დღეს, ლუქსემბურგში უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების შემდეგ, ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ მოელის, 13 ოქტომბერს ევროკავშირი მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებში ორი მოლაპარაკების ჯგუფის გახსნის შესახებ.
მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უნგრული ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების გაძლიერებას, რასაც უნგრეთი ერთ-ერთ წინაპირობად აყენებდა.
„მივესალმები პოლიტიკურ სპექტრში გამოვლენილ ერთიანობას. ეს გადამწყვეტია რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად. ხვალ ვგეგმავთ მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნას უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული დაუნდობელი თავდასხმებისა, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად განვაგრძოთ წინსვლა და მოვემზადოთ უკრაინის მომავლისთვის ჩვენს კავშირში“, — დაწერა X-ზე გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა.
