ახალი ამბები

9 აპრილს პრეზიდენტი ოპერის თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს

4 აპრილი, 2023 • 1101
9 აპრილს პრეზიდენტი ოპერის თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს

9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, შეკრების მიზანია 9 აპრილის ერთად აღნიშვნა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, აქვე განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა, დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – აცხადებს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი