ახალი ამბები

ვაინშტაინი სასამართლომ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო

24 თებერვალი, 2020 • 1481
ვაინშტაინი სასამართლომ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო

ცნობილი ამერიკელი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას არაერთი ქალი სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში სდებდა ბრალს.

საქმეს ბოლო ინსტანცია – ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლო განიხილავდა. გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა – შვიდმა მამაკაცმა და ხუთმა ქალმა მიიღო. ისინი 5 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ვაინშტაინი სასამართლომ ხუთი ბრალდებიდან ორში ცნო დამნაშავედ, მათ შორის, გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში.

ვაინშტაინს აგრეთვე ელის სასამართლო ლოს-ანჯელესში, სადაც ასევე სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი.

ვაინშტაინის მიმართ პირველი ბრალდებები 2017 წლის ოქტომბერში გავრცელდა, რის შემდეგაც კიდევ არაერთმა ათეულმა ქალმა დასდო ვაინშტაინს ბრალი. იმავე დროს წარმოიქმნა #MeToo მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი