ახალი ამბები

შსს ადასტურებს ბადრი ესებუას დაკავებას

8 თებერვალი, 2023 • 1252
შსს ადასტურებს ბადრი ესებუას დაკავებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს  ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ე.

საუბარია ბადრი ესებუაზე, რომელიც 2020 წელს დაესხა თავს საქართველოს ბანკს, მძევლები აიყვანა და 500 ათასი აშშ დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. 

შსს ცნობით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, თუმცა პოლიცია არ ავრცელებს დამატებით დეტალებს  დაკავების შესახებ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. [იძულება, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდება]

ინფორმაცია ბადრი ესებუას დაკავების შესახებ თავდაპირველად “მთავარმა არხმა” გაავრცელა.

ბადრი ესებუა დააკავეს – მთავარი არხი



მასალების გადაბეჭდვის წესი