ახალი ამბები

ავარიული სახლის ჩანაცვლება მესაკუთრეების სრული თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი

2 თებერვალი, 2023 • 1665
ავარიული სახლის ჩანაცვლება მესაკუთრეების სრული თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი

თბილისში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი იცვლება.

აქამდე ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიშვებოდა, თუ შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნებოდა V, IV ან III კატეგორიას და მის ჩანაცვლებაზე არსებობდა დაინტერესებული პირების სრული თანხმობა. ცვლილებების მიხედვით კი, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.

ამასთან, ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, განხორციელებული მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ფართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამავე მშენებლობის განხორციელების და ავარიული საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა დაკმაყოფილების მიზნით.

საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელზეც განთავსებული იყო ავარიული სახლი. დაინტერესებული პირის საკუთრებად იანგარიშება ფართი, რომელიც ფიქსირდება ამონაწერში საჯარო რეესტრიიდან, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული ფართი, რომლის საცხოვრებლად ან კომერციული დანიშნულებით გამოყენება დადასტურებული იქნება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად.

მასალების გადაბეჭდვის წესი