ახალი ამბები

რუსი ოლიგარქების გაყინული ქონება უკრაინას გადაეცემა – აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება

22 დეკემბერი, 2022 • 2122
რუსი ოლიგარქების გაყინული ქონება უკრაინას გადაეცემა – აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება

CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატების სენატმა მიიღო ცვლილებების პაკეტი, რითაც რუსი ოლიგარქების გაყინული ქონება უკრაინას გადაეცემა.

ცვლილებების ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემია.


ამ ნაბიჯს წინ უძღოდა აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ზელენსკიმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ ვიზიტი გამართა.

კონგრესი მას ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა. ვრცელ სიტყვაში ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე, რუსულ აგრესიასა და ომზე, რომელმაც, მისი სიტყვებით, სამყაროს მომავალი უნდა გადაწყვიტოს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი