ახალი ამბები

მომხრეები ეუბნებიან, მიდი, მიაწექი და უცხოეთში გადაგიყვანთ. აბსურდია – სარჯველაძე სააკაშვილზე

7 დეკემბერი, 2022 •
მომხრეები ეუბნებიან, მიდი, მიაწექი და უცხოეთში გადაგიყვანთ. აბსურდია – სარჯველაძე სააკაშვილზე

„ცუდად ჰგავს სიჯიუტეს“, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

გუშინ, 6 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები  იმყოფებოდნენ. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მეოთხე ხარისხის კახექსია აქვს.

პალიტრანიუსისთვის“  6 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში სარჯველაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფატალური შედეგის რისკი არ არსებობს, სააკაშვილი კი „ისეთ ვითარებას ქმნის, რომელიც გაბუქებადი და გაზვიადებადი იქნება“. სარჯველაძე ასევე აკრიტიკებს მის მხარდამჭერებს და ამბობს, რომ ისინი დაკავებულნი არიან „პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტით“ და არა მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებით.

„მაგრამ ზუსტად ამაშია საქმე, რომ ლოგიკურად, როდესაც იგებ, რომ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობას უუარესებს საკვების მიუღებლობა, ასეთ შემთხვევაში პირველი, რაც თავში მოგდის, უთხრა, რომ ეს საკვები ასე უნდა მიიღოს. თუ იძახის, რომ ვერ იღებს, გამორიცხულია, მეთოდი არ არსებობდეს სამედიცინო, რომლითაც ის მიღებადია. მაგრამ როდესაც ადამიანს ამის სურვილი არ აქვს, იმიტომ, რომ არ უნდა, რომ მიიღოს, უნდა, რომ იყოს ეს მდგომარეობა მძიმე, იმიტომ, რომ ამით მიაღწიოს პოლიტიკურ საწადელს, ეს სხვა მოცემულობაა“, – დასძენს ის.

სარჯველაძის თქმითვე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ გააკეთოს ყველაფერი – „იქნება ეს ფსიქოლოგი თუ ყველა შესაძლო მეთოდი, ეს პრობლემები, რაც არის დაკავშირებული წონის კლებასთან – ეს გადაჭრას. სამედიცინო სერვისი იყოს მიწოდებადი“.

კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დასძენს, რომ პაციენტი, მათ შორის სააკაშვილი რომ მისულიყო თენგიზ წულაძესთან (კონსილიუმის წევრ ნევროლოგთან), ეს უკანასკნელი არ ეტყოდა, რომ მას ვერ უმკურნალებს და საზღვარგარეთ წასულიყო.

„ოჯახს არ/ვერ დავადანაშაულებ, არ იქნება სწორი.. მთელი მისი მომხრე, ვინც შედის ახლა, იმას კი არ ეუბნებიან, რომ მიიღე ეს საჭმელი, იმიტომ, რომ შეიძლება პრობლემა გქონდეს. ეუბნებიან იმას, რომ .. ბევრი ნაწილი მაინც, ვინმემ შეურაცხმყოფლად რომ არ მიიღოს ეს განცხადება. ეუბნება, რომ მიდი, მიაწექი ეგრე და ჩვენ უცხოეთში გადაგიყვანთ, აბსურდია, ტყუილად ეუბნებიან. არასწორია.

ესაა რაც მე მეპრობლემება და ჰუმანიტარული მოტივებით მეპრობლემება – რომ ოპოზიციაში დღეს ბევრი „გულშემატკივარი“ ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულა მიიღოს იმით, რომ სააკაშვილის ეს მძიმე მდგომარეობა, ყოფითი გაგებითი, გამოიყენოს არაჰუმანტირაული მიზნების გამოყენებისთვის“, – ამბობს ის.


სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი) განაცხადა.

კახექსია არის ორგანიზმის გამოფიტვა, იგივე დაუძლურება სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების გამო.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი