ახალი ამბები

ილიაუნი სტუდენტური საცხოვრებლის პროექტზე მუშაობს — რექტორი

4 დეკემბერი, 2022 •
ილიაუნი სტუდენტური საცხოვრებლის პროექტზე მუშაობს — რექტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე აცხადებს, რომ სრულად იზიარებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პოზიციას საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით და ილიაუნი პროექტზე აქტიურად მუშაობს.

„ყველასთვის ნათელია, რომ Ბოლო წლების ორმა ურთულესმა ფაქტორმა — ჯერ პანდემიამ და შემდეგ კი რეგიონში მიმდინარე ომმა — განსაკუთრებით დაამძიმა სტუდენტების სოციალური მდგომარეობა. მარეგულირებელ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, ილიაუნი ინტენსიურად მუშაობს სტუდენტური საცხოვრებლის პროექტზე. შერჩეულია უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ორი ტერიტორია თემქასა და ნუცუბიძის პლატოზე. სტუდენტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით“, — წერს დობორჯგინიძე.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების საკითხი დღის წესრიგში დადგა ბინების გაძვირების პარალელურად. საცხოვრებლის მშენებლობა დაანონსებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის კომისიებია შექმნილი, ნაგებობისა პროექტირებასა და მშენებლობას კი უნივერსიტეტი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.

ამ თემაზე:

რა ეშველებათ სტუდენტებს — სწავლა იწყება, ბინები კი კვლავ ძვირია

თსუ-ში სტუდენტების ნაწილმა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მოითხოვა

რა ეტაპზეა თსუ-ს ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი