შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის  უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

Naec.ge-ს ცნობით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29481 აბიტურიენტი. მათგან:

  • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862  აბიტურიენტი;
  • ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში -11 619 აბიტურიენტი.
გარდა ამისა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა:
  • სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში – 1322;
  • კერძო პროფესიულ სასწავლებელში – 1819.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი –  სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 1495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 33.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის  უფლება“, – ამბობს Naec.ge.
ცენტრის თანახმად, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.