კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ღონისძიებაზე (Welcome Party-ზე) რამდენიმე სტუდენტი ცუდად გახდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ინტოქსიკაციის გამო, კლინიკაში გადაყვანა 5-მდე სტუდენტს დასჭირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია სასმელში „გაურკვეველი ნივთიერების ჩაყრამ“ გამოიწვია.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.