“ქართულ ოცნების” გაფართოებული სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, დასრულდა.
ირაკლი კობახიძის თანახმად, “ქართული ოცნების” დღევანდელ სხდომაზე ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის “ქართულ ოცნებაში” განვითარებული პროცესები, თუმცა ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღეს – პარტიის პოლიტსაბჭოს დაემატებიან უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პარტიის ყოფილი ზოგიერთი წევრი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. აქ იგულისხმება ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე ზოგადი კომენტარი გაკეთდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის საკითხზე.
