თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სტუდენტთა ნაწილმა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მოითხოვა.

აქცია „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.

სტუდენტების ნაწილს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს, მათ შორის:

  • სახელმწიფომ ააშენოს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სუტდენტების მძიმე ცხოვრების პირობებს.
  • სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის იმისითვის, რომ საერთო საცხვორებლის აშენებამდე ფინასნური დახამრება მიიღონ სტუდენტებმა ქირის გადასახდელად.
  • შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და „რექტორს ირჩევდეს არა 36-კაციანი მართული კლანი, არამედ, უნივერსიტეტის სრული პრეფესურა“.

სექტემბრის თვეში თსუ-მ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ უნივერსიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად მუშაობს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის კი სახელმწიფო უწყებებს მიმართეს.

იხილეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან: