საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იწყებს მასშტაბურ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის ითვალისწინებს 7000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას.
პრემიერის ცნობითვე, ამ მიზნით ფული 2022 წელსვე გამოიყოფა.
„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.