ახალი ამბები

კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ერთ საქმეზე გაამართლეს

21 ოქტომბერი, 2022 • 628
კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ერთ საქმეზე გაამართლეს

ნიუ-იორკის სასამართლომ მსახიობი კევინ სპეისი შესაძლო სექსუალური ძალადობის ერთ საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

მსახიობის მომჩივანი ენტონი რეპი იყო, რომლის თანახმადაც, 1986 წელს, როდესაც 14 წლის იყო, სპეისი მას  „შეუფერებლად შეეხო“.

რეპმა, რომელიც ახლა 50 წლისაა და თავადაც მსახიობია, სასამართლოს 2020 წელს მიმართა და კომპენსაციის სახით 40 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თუმცა სპეისმა თავიდანვე უარყო ყველა ბრალდება.

სასამართლოს თანახმად, რეპმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ სპეისი მას საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ შეეხო.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კევინ სპეისი Netflix-მა მოხსნა ცნობილი სერიალიდან „House of cards“, ასევე დაითხოვეს ფილმიდან, სახელად „All the Money in the World“.

სპეისის წინააღმდეგ მსგავსი შინაარსის კიდევ რამდენიმე საქმე მიმდინარეობს, თუმცა ამ შემთხვევებშიც მსახიობი ბრალდებებს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი