ახალი ამბები

კევინ სპეისის სექსუალურ ძალადობაზე ბრალი წაუყენეს

26 მაისი, 2022 • 900
კევინ სპეისის სექსუალურ ძალადობაზე ბრალი წაუყენეს

ამერიკელ მსახიობ კევინ სპეისის სამ კაცზე სექსუალური ძალადობის ოთხ შემთხვევაზე ბრალი წაუყენეს.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 62 წლის მსახიობს ბრალი 2005-2013 წლებში მომხდარ შემთხვევებზე ბრიტანეთის პროკურატურამ წაუყენა.

პირველი ბრალდება სპეისის მიმართ მსახიობმა ანტონი რაპმა წამოაყენა გამოცემა “ბაზფიდისთვის” 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში.

მან აღწერა, თუ როგორ ცდილობდა სპეისი მასთან არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარებას კევინ სპეისი 1986 წელს, როდესაც რაპი 14 წლის იყო. აღნიშნულის შემდეგ სპეისი ძალადობაში 30-მდე ადამიანმა დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი