ახალი ამბები

“საშიში არ არის მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ” – მთავარეპისკოპოსი იაკობი

9 ოქტომბერი, 2022 •
“საშიში არ არის მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ” – მთავარეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელ ქადაგებაში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მცირე ტაქტიკური ბირთვული იარაღის” გამოყენება საშიში არ არის.

მისი თქმით, “უფრო უარესი შეიძლება დაემართოს მსოფლიოს, ერთმანეთს თანამგზავრებს თუ ჩამოუყრიან”, რადგან აღარ იქნება ინტერნეტი და რამდენიმე საუკუნით უკან დაბრუნდება კაცობრიობა:

“შევთხოვ ღმერთს, რომ მალე მორჩეს ეს [უკრაინაში ომი], თორემ საშიში ის არ არის, ვთქვათ, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, უფრო უარესი შეიძლება დაემართოს მსოფლიოს ერთმანეთს თანამგზავრებს თუ ჩამოუყრიან. აღარც ინტერნეტი იქნება მერე, აღარც ტელეფონები და წარმოიდგინეთ რამდენი საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ. ამიტომ, მარტო ის არ არის რა…

თან კიდევ ერთი რამის თქმა მინდა. ხშირად ამბობენ, რომ უკრაინაში ბავშვებს კლავენო. სამწუხაროდ, ომი რომ მიდის ბავშვის ეროვნების განსხვავებაც არ იცის, როგორც უკრაინელები, ისე რუსები და ვისითაც არის დასახლებული, სხვებიც კვდებიან”, – თქვა იაკობმა ქადაგებისას


რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არაერთხელ გააკეთა მინიშნება, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

21 სექტემბერს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნის „ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება“, „ყველა საშუალებას“ გამოიყენებს. „ეს ბლეფი არ არის“ – განაცხადა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების გზას აირჩევს, ეს მისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდება.

რეალურია ბირთვული საფრთხე პუტინისგან? — ბრიდლავისა და ჰოჯესის მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი