აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ხელმძღვანელ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.
შეხვედრის ანონსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი (CDD) ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდას.
ვიზიტი ემთხვევა საქართველოსა და აშშ-ს შორის გართულებულ ურთიერთობებს, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში არ ჰქონია შეხვედრები აშშ-ის მაღალჩინოსნებთან, თეთრმა სახლმა კი მას ყოველწლიურ ვახშამზე მიწვევაც გაუუქმა.