ახალი ამბები

“ეს ბლეფი არ არის” – პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება

21 სექტემბერი, 2022 • 942
“ეს ბლეფი არ არის” – პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს და ეს „ბლეფი არ არის“.

დღეს დილით პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთს ატომური იარაღით აშანტაჟებენ, ხოლო NATO-ს ოფიციალურ პირთა ნაწილი უკვე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ „მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე“.

„მათ, ვინც თავს უფლებას აძლევს, ამგვარი განცხადებები გააკეთოს, მინდა შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა განაგებს განადგურების სხვადასხვა საშუალებას.

და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთისა და ჩვენი ხალხის დაცვისთვის – ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რომელიც გვაქვს. ეს ბლეფი არ არის“, – ამბობს ის და ამატებს, რომ ყველა, ვინც შანტაჟს ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ქარი მათკენ შემოტრიალდება.


დღეიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

ვრცლად:

დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის საოკუპაციო ძალებმა “რეფერენდუმები” დააანონსეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი