ახალი ამბები

„მასკვა“, ქერჩის ხიდი… რა იქნება შემდეგი? – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

8 ოქტომბერი, 2022 • 1897
„მასკვა“, ქერჩის ხიდი… რა იქნება შემდეგი? – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

„რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მასკვას“ და ქერჩის ხიდი – უკრაინის კუთვნილ ყირიმში რუსეთის ძალის ორი ცნობილი სიმბოლო უკვე დაეცა. რა არის შემდეგი, რუსებო?“ – წერს ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

რამდენიმე თვით ადრე, 13 აპრილს, ხომალდ „მასკვას“, – რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, – უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი, რამდენიმე დღეში, შტორმისა და წარუმატებელი საევაკუაციო სამუშაოების ფონზე, ჩაიძირა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი