რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ პუტინის მრჩევლებს შორის ფუნქციების გადანაწილება გადაიხედება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე ჯერ არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს გაგლოევი კრემლში.
„ჯერჯერობით ეს განსაზღვრული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ფუნქციების განაწილებაში შესაბამისი ცვლილებები და საჭირო დამატებები შევა. ამის შესახებ შესაბამის დოკუმენტსაც გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა პესკოვმა.
23 ივნისს ალან გაგლოევმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა პუტინთან შეხვედრის შემდეგ დატოვა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩევლის პოსტს დაიკავებს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს კი რუსეთის მოქალაქე უხელმძღვანელებს.
“მოსკოვში შესაძლოა ისევ განიხილონ სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი” – Meduza
