ახალი ამბები

„დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო“ – დანილოვი ყირიმის ხიდზე

8 ოქტომბერი, 2022 • 1249
„დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო“ – დანილოვი ყირიმის ხიდზე

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ტვიტერზე აქვეყნებს ყირიმის ხიდზე აფეთქების ვიდეოს და თან ურთავს სიმღერას მერლინ მონროს შესრულებით: Happy Birthday, Mr. President („გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო პრეზიდენტო“).

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს 70 წლის გახდა.

„დილა მშვიდობისა, უკრაინა“, – წერს დანილოვი.


ყირიმის ხიდზე აფეთქებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკიც ეხმაურება  და წერს:

„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი. ყოველივე უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, რუსეთი ყოველი ოკუპირებული გოჯიდან უნდა იქნას გაძევებული“.


შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს, როგორ უკიდია ხიდს, – მის სარკინიგზო ხაზებს ცეცხლი.

აფეთქება, რომლის ხმაც კილომეტრების დაშორებით გაიგეს, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათზე მოხდა, როდესაც მატარებელი ხიდს კვეთდა, თუმცა აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ დაუზუსტებელია.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ხიდის ნაწილი, – საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული, – ჩამონგრეულია.

„რია ნოვოსტი“ წერს, რომ „ყირიმის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ „საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა“ და ეს იყო მოძრაობის შეფერხების მიზეზი.

„რია“ ასევე წერს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ „შესაძლოა, ქერჩის სრუტეში საბორნე მოძრაობა დაიწყოს“

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რამ გამოიწვია ცეცხლი და ხიდის ნაწილის ჩამონგრევა.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რეფატ ჩუბაროვი აგვისტოში აცხადებდა, რომ „ეს უკანონოდ აშენებული ხიდი ძალიან მალე უნდა განადგურდეს“.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმაურება აფეთქებას ყირიმის ხიდზე და წერს:

„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი. ყოველივე უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, რუსეთი ყოველი ოკუპირებული გოჯიდან უნდა იქნას გაძევებული“.


შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი