ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რამ გამოიწვია ცეცხლი და ხიდის ნაწილის ჩამონგრევა.
„რია ნოვოსტი“ წერს, რომ „ყირიმის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ „საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა“ და ეს იყო მოძრაობის შეფერხების მიზეზი.
„რია“ ასევე წერს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ „შესაძლოა, ქერჩის სრუტეში საბორნე მოძრაობა დაიწყოს“
ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რეფატ ჩუბაროვი აგვისტოში აცხადებდა, რომ „ეს უკანონოდ აშენებული ხიდი ძალიან მალე უნდა განადგურდეს“.