ახალი ამბები

ერდოღანი – ჩრდ. კვიპროსს დრონებითა და თვითმფრინავებით დავიცავთ

7 ოქტომბერი, 2022 • 964
ერდოღანი – ჩრდ. კვიპროსს დრონებითა და თვითმფრინავებით დავიცავთ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იგი დაიცავს ჩრდილოეთ კვიპროსს, მათ შორის თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებითაც.

ერდოღანმა ეს განცხადება პრაღაში, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე გააკეთა.

მას კითხვა დაუსვეს ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, პასუხად კი განაცხადა, რომ  ჩრდილოეთ კვიპროსს ყველა მხრიდან დაიცავს, მათ შორის თურქული თვითმფრინავებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კუნძულისკენ გაემართებიან.

ჩრდილოეთ კვიპროსი არის კვიპროსის რესპუბლიკის ჩრდილოეთი ტერიტორია, რომელიც წარსულში ეთნიკურად თურქი და კვიპროსელი ბერძენი მოსახლეობით იყო დასახლებული, თუმცა გასული საუკუნის 70-იან წლებში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კვიპროსს დე ფაქტოდ გამოეყო.

ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობას აღიარებს თურქეთი.

საინტერესოა, რომ 2004 წელს კვიპროსის ორივე ნაწილში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე, სურდათ თუ არა გაერთიანება. თურქულ ნაწილში რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეების 65-მა პროცენტმა გაერთიანებას დაუჭირა მხარი, მაშინ როდესაც ბერძნულ ნაწილში უმრავლესობა, 76 პროცენტი გაერთიანების წინააღმდეგი აღმოჩნდა.

კვიპროსის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრია. ქვეყნის ორი ნაწილი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი