ახალი ამბები

კონტრშეტევის მომზადებაში უკრაინას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია დაეხმარა – NYT

11 სექტემბერი, 2022 • 1041
კონტრშეტევის მომზადებაში უკრაინას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია დაეხმარა – NYT

ამერიკული New York Times-ის ცნობით, უკრაინულ მხარეს კონტრშეტევის დაგეგმვაში ამერიკული დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაეხმარა.

ინფორმაციას გამოცემა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ომის განმავლობაში ამერიკული მხარე უკრაინას აწვდიდა და აწვდის ინფორმაციას სამეთაურო ცენტრების, ტყვია-წამლის საწყობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ.

„ამგვარმა სადაზვერვო ინფორმაციამ უკრაინელებს მისცა საშუალება შეეტიათ რუსული ძალებისთვის, მოეკლათ გენერლები და აეფეთქებინათ საწყობები“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში.

უკრაინამ ხარკოვის ოლქში 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა.

ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების ჯამი აპრილის თვის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი