ახალი ამბები

აშშ უკრაინასა და მოკავშირეებს $2.7 მლრდ-ის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

8 სექტემბერი, 2022 • 489
აშშ უკრაინასა და მოკავშირეებს $2.7 მლრდ-ის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინასა და მის სხვა მოკავშირეებს 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

დახმარებიდან 675 მილიონი ამერიკული დოლარი უკრაინისთვისაა გათვალისწინებული. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართული შეხვედრისას დღეს, 8 სექტემბერს განაცხადა.

ამერიკამ უკრაინისთვის უკვე გამოყო 13 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება.

რამშტაინის ბაზაზე იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი