ახალი ამბები

ვადამდელი არჩევნები  ქუჩაში და ტყეში არ დევს, რომ იქიდან წამოვიღოთ  – უსუფაშვილი

5 სექტემბერი, 2022 •
ვადამდელი არჩევნები  ქუჩაში და ტყეში არ დევს, რომ იქიდან წამოვიღოთ  – უსუფაშვილი

“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები ქუჩაში და ტყეში არ დევს და მას მუშაობა სჭირდება.

ასე გამოეხმაურა ის ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

უსუფაშვილის თქმით, გადაწყვეტილებები პარლამენტში მიიღება და ამიტომ პარლამენტის დატოვება და ვადამდელი არჩევნების მომწიფება “მთლად სწორი” არ ჰგონია.

“ლელოს” პოზიცია იყო, რომ საქართველოს რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, მაგრამ ვადამდელი არჩევნები სადმე, ქუჩაში და ტყეში არ დევს, რომ იქიდან წამოვიღოთ. ვადამდელ არჩევნებს სერიოზული მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ არჩევნების აუცილებლობა დაინახოს და ამ პარლამენტში უმრავლესობა შეიცვალოს.

პარლამენტიდან სადმე წასვლა და ვადამდელი არჩევნების მომწიფება, არ მგონია, მთლად სწორი პოზიცია იყოს, საჭიროა მუშაობა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებები პარლამენტში მიიღება. თუ პარლამენტს დავტოვებთ, ვადამდელ არჩევნებს ვერასოდეს მივიღებთ,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. ამის შესახებ მან დღეს, 5 სექტმებერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველოსთვის ახლა გადამწვეტი ნაბიჯია ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაა,  „ქართული ოცნება“ ქვეყანას  უკან, იმპერიული რუსეთისკენ  მიათრევს და ამიტომ, ასეთი მთავრობა მალე უნდა შეიცვალოს.

საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი