ახალი ამბები

EU-სთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს — კულება

30 აგვისტო, 2022 • 910
EU-სთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს — კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში გამარტივებულ მოგზაურობას რუსეთის ტრანსფორმაციაზე ნულოვანი ეფექტი აქვს. უკრაინა საჭიროდ მიიჩნევს, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტოს.

„ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთზე ნულოვანი ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს. 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინასთან, ჩაიდინა მრავალი დანაშაული — ყველაფერი ეს ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. რუსეთის გარდაქმნისთვის კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს“, — წერს კულება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 30-31 აგვისტოს პრაღაში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ლობირებენ ტურისტული ვიზების აკრძალვას რუსეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა გერმანია და საფრანგეთი წინააღმდეგი არიან.

კონსენსუსი უფრო მიღწევადია რუსეთთან ვიზების გამარტივების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შეჩერებაზე. ამ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ვიზებში 35 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ, ასევე, უფრო ხანგრძლივი პროცედურის წინაშე აღმოჩნდებიან.

EU რუსებისთვის ვიზების შეზღუდვას განიხილავს — მომხრეები და მოწინააღმდეგები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი