ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დეიდაშვილის მიერ 16 წლის აქტივისტის გაუპატიურების საქმე აზერბაიჯანში

29 აგვისტო, 2022 • 1683
დეიდაშვილის მიერ 16 წლის აქტივისტის გაუპატიურების საქმე აზერბაიჯანში

ავტორი: ნიკა მუსავი


საქმეში ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბაქოს სასამართლო არ ჩქარობს გადაწყვეტილების გამოტანას.

აზერბაიჯანის სასამართლოში გახმაურებული საქმე, რომელიც შეეხება 16 წლის გენდერ-აქტივისტის გაუპატიურების ფაქტს დეიდაშვილის მიერ, ჯერ არ დასრულებულა. სასამართლოს სხვადასხვა საბაბით გადააქვს. ფინალური სხდომა, რომელშიც  გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ.

სანაი იაგმურს აზერბაიჯანული საზოგადოება 13 წლის ასაკიდან იცნობს, როდესაც მოზარდმა ქალებისა და ბავშვების უფლებებზე საჯაროდ საუბარი დაიწყო.

14 წლის უფლებადამცველი აზერბაიჯანიდან

გოგონას ოჯახი და ადგილობრივი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება დამნაშავეს იცავს, რადგან დაზარალებული და მისი ოჯახი ხელისუფლების რეჟიმის მიმართ არალოიალურები არიან.

სანაის ამბავი

2021 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში 17 წლის გენდერ აქტივისტმა სანაი იაგმურმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ერთი წლით ადრე [2020 წლის აგვისტოში] მისმა დეიდაშვილმა, 27 წლის ასკერ აგაევმა ნარკოტიკით გააბრუა და გააუპატიურა. გოგონამ, რომელიც იმ დროისთვის 16 წლის იყო, მომხდარის შესახებ დედას შეატყობინა. დედა-შვილმა პოლიციაში განცხადება დაწერეს. სანაიმ  სამი სამედიცინო ექსპერტიზა გიარა, რომელმაც გაუპატიურების ფაქტიც დაადასტურა და აგაევის მონაწილეობაც დანაშაულში. ამის მიუხედავად, პოლიციამ საქმე დახურა.

როდესაც “ტრადიციული” გზით სამართლის მიღწევა შეუძლებელი გახდა, არასრუწლოვანმა და მისმა დედამ, აზერბაიჯანელმა პუბლიცისტმა ზურმუდ იაგმურმა ეს ამბავი საზოგადოებისა და შინაგან საქმეთა სამინსტროს ყურადღების მისაქცევად გაასაჯაროვეს. ამ სტრატეგიამ იმუშვა – რამდენიმე კვირაში პროკურატურამ საკუთარ თავზე აიღო საქმის კონტროლი და ეჭვმიტანილის სტატუსით მალევე დააპატიმრა ასკერ აგაევი, რომელიც უკვე 2022 წლის იანვარში სასამართლოს წინაშე წარდგა.

“ფემინისტური ფაქტორი”

სანაი აიგმურის ამბავი, პირველ რიგში, თავისი უპრეცედენტობით არის გამორჩეული აზერბაიჯანში. გენდერის საკითხებით დაინტერესებული აქტივისტები და უფლებადამცველები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ  აზერბაიჯანში გაუპატიურების შემთხვევებზე ან არც მსხვერპლი და მისი ოჯახი საუბრობს, ან გარკვეულ შემთხვევებში, მათ პოლიცია აჩუმებს.

სანაი აიგმურის საქმე კი პირველი შემთხვევაა, როდესაც გაუპტიურების მსხვერპლი ღიად ჰყვება საჯაროდ  და მოძალადის დასჯას ითხოვს. სანაის თქმით, სწორედ ფაქტის გასაჯაროვების პრეცედენტის შექმნა იყო მისი ერთ-ერთი მოტივაციაც.

“მე ამ ყველაფერს ვწერს იმისთვისაც, რომ გავაგებინო ხალხს ის, თუ რამდენად დამამცირებელი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის სამართლებრივ სისტემაში ქალის მიმართ. სანამ ეს სისტემა არ გამოსწორდება, ქალებზე იძალადებენ, ძალდობის წინაააღმდეგ ბრძოლის გზაზე ისინი კიდევ მეტ უსამართლობას შეხვდებიან და შუა გზაზე ფარხმალს დაყრიან”.

სოციალურ ქსელებში ბევრმა მომხმარებელმა დაზარალებულის ამ გულწრფელობას “უხამსობა” უწოდა და მომხდარში ისევ სანაი დაადანაშაულა. მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ სანაი ფემინისტია. აზერბაიჯანის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ პატრიარქალურია და ყველა “ფემინსტს” “გარყვნილს”, “ქალების ტვინების გამომრეცხავსა” და “ოჯახების დამანგრეველს” უწოდებს.

თუმცა, არა მხოლოდ რიგითი მომხმარებლები – სამართალდამცველი ორგანოებიც, საქმის წარმოებისას, გვერდს ვერ უვლიდნენ ფემინიზმის თემას. ეს ყველანაირად იკითხებოდა საქმის წარმოების დროს – საქმეზე თანდართული იყო გოგონას პოსტები ფეიბუკზე და მისი პირადი მიმოწერების ფრაგმენტები, კითხავდნენ მოწმეებს მისი აქტივიზმის შესახებ და ა.შ.

საერთოდ, სანაი იაგმურის საქმეში ერთდროულად რამდენიმე პრობლემური ფაქტორი გადაიკვეთა: სექსუალური ხასიათის დანაშაული, გენდერულ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა, ფემინიზმი/გენდერული აქტივიზმი, საზოგადოებისა და  სამართალდამცველი ორგანოების მიკერძოებულობა ამ თემების ირგვლივ, სასამართლო სისტემის კრიზისი, ასევე, დღევანდელი რეჟიმის მიმართ დაზარალებულის ოჯახის ოპოზიციური განწყობები. .

“მუხლი” მსხვერპლის დედისთვის

ბრალდებულის მშობლები, თავის მხრივ, ირწმუნებიან, რომ მათი შვილი დამნაშავე არ არის. ასკერ აგაევის დედამ, დაზარალებურის დეიდამ, თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში არაერთხელ დაადანაშაულ საკუთარი და, ზურმუდ იაგმური შანტაჟში, დისშვილი კი –  გარყვნილებაში. იგი ამბობდა, რომ “გოგონა თავად ცდილობდა დეიდაშვილის მოხიბვლას”.

შვილის დაცვის მიზნით, ბრალდებულის მშობლები თითქმის პრეზიდენტის აპარატამდე მივიდნენ. ამასთან, ცილისწამებისთვის ზურმუდ იაგმურს სასამართლოში უჩივლეს. თუკი მას სასამართლო დამნაშვედ ცნობს, მას გამოსასწროებელი სამუშაოები ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, აგაევის მშობლები სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობენ მოიძიონ ადამიანები, რომელთაც ოდესმე ცილი დასწამა დაზარალებულის დედამ, ზურმუდმა და მისმა ორივე შვილმა, სანაიმ და სელჯანმა. ამ გზით “ერთობლივი ძალებით უნდა გაანადგურონ ბოროტება”.

სელჯანი სანაის უფროსი დაა. რამდენიმე წლის წინ საკუთარი მამა, ცნობილი ოპოზიციონერი ფუად გახრამანლი ოჯახში მრავალწლიან ძალადობაში ამხილა. იმ დროისთვის ამ ფაქტმაც სკანდალი გამოიწვია აზერბაიჯანში. დღეს კი ეს სკანდალი კიდევ ერთი არგუმენტია სანაის წინააღმდეგ. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ “ცილისწამება” ამ ოჯახის ქალებისთვის ტრადიციაა, მათი ყველა უბედურება მამის წინააღმდეგ გალაშქრებასა და ოჯახის დამცველის დაკარვას უკავშირდება.

გადადებული გადაწყვეტილება

ასკერ აგაევის საქმის პროკურორი ბრალდებულისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს [აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსით, არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 5-დან 10 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული].

ამ დროისთვის ჩატარებულია ოცზე მეტი სხდომა, თუმცა სასამართლოს ამ დრომდე არ გამოუტანია გადაწყვეტილება.

სანაის დედა, მისი თანამებრძოლები ფემინისტურ მოძრაობაში და სამოქალაქო აქტივიტების დიდი ნაწილი მიიჩნევენ, რომ მოსამართლე ბრალდებულის სასარგებლოდ “ზემოდან” მითითებას ელოდება განაჩენის გამოსატანად.

“ალბათ, აღარავის რჩება ეჭვი, რომ ხელისუფლება ამ საქმის პოლიტიზებას ცდილობს. გახსოვთ, ვამბობდი, რომ მათ სურთ ბრალდებული წარმოაჩინონ ჯანმრთელობის პრობლემის მქონედ და ამ საბაბით დაიხსნან მოსალოდნელი პატიმრობისგან? და აი, ამჯერად ის ზუსტად  ამაზე აპელირებდა, რომ ავადაა და ჩაწოლილია”, – განაცხადა ზურმუდ იაგმურმა 24 აგვისტოს, მორიგი გადატანილი სასამართლო სხდომის შემდეგ.

იმავე დღეს მან გენდერის აქტივისტებთან ერთად ბაქოს ცენტრში გამართა აქცია ლოზუნგით “ილჰამ ალიევი, ნუ იცავ მოძალაძეს!”

სანაი იაგმურის საქმის მორიგი სხდომა 2 სექტემბერს დაინიშნა. იმავე დროს უნდა გაიმართოს სხდომა თავად ზურმუდ იაგმურის წინააღმდეგ, სადაც  და და  მისი ოჯახი ცილისწამებისთვის უჩივიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი