Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

14 წლის უფლებადამცველი აზერბაიჯანიდან [video]

4 ივნისი, 2019 • 1998
14 წლის უფლებადამცველი აზერბაიჯანიდან [video]

ავტორი: გიუნელ მევლუდი


სანაი გაჰრამანოვა მერვეკლასელი უფლებადამცველია, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ფართოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბაქოს ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის გოგონა ელინა ჰაჯიევა კლასის ფანჯრიდან გადახტა და დაიღუპა. მის საქმეზე სკოლის დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული, რომელსაც მასწავლებლებთან ერთად ელინას ჩაგვრასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან.

14 წლის ბავშვთა უფლებადამცველი ელინას სიკვდილის შემდეგ აქციებს მართავდა და გამოძიების სამართლიანად ჩატარებას მოითხოვდა. ზოგადად კი, სანაი გაჰრამანოვა სხვადასხვა საჭიროების ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციების ორგანიზებითაა დაკავებული. სოციალურ ქსელებშიც ბევრი გამომწერი ჰყავს.

ნეტგაზეთთან ის აზერბაიჯანში ბავშვების უფლებებზე და საკუთარ ხედვებზე საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი