ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში 16 წლის აქტივისტი აცხადებს, რომ მედიკამენტით გათიშეს და გააუპატიურეს

13 ოქტომბერი, 2021 • 5042
აზერბაიჯანში 16 წლის აქტივისტი აცხადებს, რომ მედიკამენტით გათიშეს და გააუპატიურეს

გუნელ მევლუდი


აზერბაიჯანის საზოგადოებისთვის ცნობილმა 16 წლის ფემინისტმა და აქტივისტმა ბიძაშვილის მიერ მისი გაუპატიურების ფაქტზე განაცხადა.

“ჩემმა ბიძაშვილმა ასკერ აგაევმა შემომთავაზა რაღაც სითხე ჭიქით  და მითხრა, გამომეცნო, რისი გემო აქვს. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. დილით გავიღვიძე ტკივილის შეგრძნებით და ტანსაცმელზე და გარშემო სისხლი შევშნინე. ჩემმა ნათესავმა აღიარა, რომ გვქონდა სექსუალური აქტი. იმის მიუხედავად, რომ იმავე დღეს განცხადება დავწერე და სამედიცინო ექსპერტიზა გავიარე, მოძალადე თავისუფლად სეირნობს”, – აცხადებს 16 წლის სანაი იაგმური.

სანაი იაგმურს აზერბაიჯანული საზოგადოება 13 წლის ასაკიდან იცნობს, როდესაც მოზარდმა ქალებისა და ბავშვების უფლებებზე საჯაროდ საუბარი დაიწყო.

ნეტგაზეთის არქივიდან

14 წლის უფლებადამცველი აზერბაიჯანიდან

ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებული მოზარდის დედამ ბაქოში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ მთელი წლის განმავლობაში პროკურატურა უგულებელყოფს მათ საჩივარს. დედა მიიჩნევს, რომ მომხდარი სწორედ შვილის საქმიანობას უკავშირდება და არ გამორიცხავს, რომ გაუპატიურების ფაქტი თავად ხელისუფლებამ დაგეგმა.

“ჩემს შვილს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარეს. არ გამოვრიცხავთ, რომ სექსუალური აქტი ვიდეოკამერაზეც იყოს ჩაწერილი”.

გოგონას დედა აზერბაიჯანში ცნობილი მწერალი ზურმუდ იაგმურია, რომელსაც, თავის მხრივ, რეჟიმისადმი კრიტიკული ტექსტებით იცნობენ. უფლებადამცველია ასევე სანაის და, რომელიც აზერბაიჯანში ქალთა უფლებებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებზე არაერთხელ დაუკავებია პოლიციას და უცემია.

მასალების გადაბეჭდვის წესი