ახალი ამბები

რა თქმა უნდა, არ გვაქვს ამასთან კავშირი – პოდოლიაკი დუგინაზე

21 აგვისტო, 2022 •
რა თქმა უნდა, არ გვაქვს ამასთან კავშირი – პოდოლიაკი დუგინაზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმაურება დარია დუგინას აფეთქებას და ხაზს უსვამს, რომ უკრაინას მომხდართან კავშირი არ აქვს.

„გუშინდელ აფეთქებასთან უკრაინას, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი და მით უმეტეს, არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო,“ – აცხადებს პოდოლიაკი.

მომხდარზე საუბრისას, მან ივარაუდა, რომ მომხდარი უკავშირდება რუსეთს შიგნით მიმდინარე პროცესებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შიდა დაპირისპირებას.

20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს. დარია დუგინა მამის – ალექსანდრ დუგინის მსგავსად რუსი პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში შეჭრას.

დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ახალი ანტიპუტინისტური მოძრაობა იღებს – პონომარევი

მასალების გადაბეჭდვის წესი