ახალი ამბები

კოვიდ-19: დაფიქსირდა 115 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

17 აპრილი, 2022 • 852
კოვიდ-19: დაფიქსირდა 115 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 3 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 8 018 ტესტი გაკეთდა, მათ შორის 6 289 ანტიგენის, 1 729 კი პისიარის ტესტები. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1.43%-ია, ბოლო 14 დღის – 1.49%, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 1.23%.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 59
  • აჭარა – 3
  • იმერეთი – 18
  • ქვემო ქართლი -0
  • შიდა ქართლი – 3
  • გურია – 9
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5
  • კახეთი – 8
  • მცხეთა-მთიანეთი -0
  • სამცხე-ჯავახეთი – 10
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

ამ დროისთვის ინიფცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 270, მათ შორის 340 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 75 პაციენტი, 1 930 ადამიანი კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

პანდემიის პერიოდში, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 1 653 044 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 633 956 ადამიანი, 16 792 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი