ახალი ამბები

მსოფლიოს სუსტმა პასუხმა გამოიწვია ის დაუსჯელობის განცდა, რომელიც პუტინმა იგრძნო – რიში 2008 წლის ომზე

9 აგვისტო, 2022 •
მსოფლიოს სუსტმა პასუხმა გამოიწვია ის დაუსჯელობის განცდა, რომელიც პუტინმა იგრძნო – რიში 2008 წლის ომზე

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში 2008 წლის ომზე საუბრისას აცხადებს, რომ მსოფლიოს სუსტმა პასუხმა ვლადიმერ პუტინს დაუსჯელობის განცდა გაუჩინა.

„გუშინ 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. სუვერენიტეტის ამ უხეშმა დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა გამოიწვია ის დაუსჯელობის განცდა, რომელიც იგრძნო პუტინმა და საშუალება მისც,ა ორჯერ შეჭრილიყო უკრაინაში, დახმარებოდა ასადს სირიაში, განევითარებინა ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლთა რაზმი და დაემყარებინა დე ფაქტო კონტროლი ბელარუსზე.


წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელსაც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი