ახალი ამბები

რიში: „თუ საქართველოს მართლაც სურს EU-ს წევრობა, აქტიურად უნდა შეასრულოს პირობები“

10 ნოემბერი, 2023 • 932
რიში: „თუ საქართველოს მართლაც სურს EU-ს წევრობა, აქტიურად უნდა შეასრულოს პირობები“

„თუკი საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირის წევრობისკენ სვლა, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები“, აცხადებს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში.

რიშის მოსაზრებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს გარკვეული პირობებით მიენიჭოს სტატუსი, „კარგი კომპრომისია“.

„ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, ამჟამინდელმა მთავრობის [ქმედებები] არ შეესაბამებოდა ხალხის სურვილები. თუკი საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირის წევრობისკენ სვლა, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან – კონკრეტულად, რუსეთის სანქციების საკითხში“, – ამბობს რიში.

სენატორის თქმით, ნახსენები ცხრა პირობის შესრულების შემდეგ ბედნიერი იქნება, იხილოს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი