სამების საკათედრო ტაძარში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

პარასკევს, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, ჯამში, რვა ადამიანი. ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება. მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

მათ შორის იყვნენ მაშველები  კახა ტორჩინავა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი, მფრინავები ზაზა ლო­რია, ანდრო ქუჯოშვილი, ლე­ვან ჩო­ხე­ლი და დიმიტრ ქა­ა­ძე და ექიმები ქეთი გულაღაშვილი და გიორგი ვენეციკი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რვავე მათგანი „სამოქალაქო თავდადებისათვის“ სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.

სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ დაღუპულებს საგვარეულო სასაფლაოზე გადაასვენებენ, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალავენ.