საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.
პარასკევს, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, ჯამში, რვა ადამიანი.
ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.
ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც.
ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვერტმფრენში, რომელიც პარასკევს, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა, 8 ადამიანი იმყოფებოდა:
- კახა ტორჩინავა, მაშველი
- გიორგი მარგიანი, მაშველი
- ზაზა ლორია, მფრინავი
- ანდრო ქუჯოშვილი, მფრინავი
- ლევან ჩოხელი, მფრინავი
- დიმიტრ ქააძე, მფრინავი
- ქეთი გულაღაშვილი, ექიმი
- გიორგი ვენეციკი, ექიმი