ახალი ამბები

2 აგვისტოს სამებაში გაიმართება გუდაურში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი

1 აგვისტო, 2022 •
2 აგვისტოს სამებაში გაიმართება გუდაურში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების  სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება 2 აგვისტოს, 11:00-დან 14:00 საათამდე

შსს-ს ინფორმაციით, პანაშვიდის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

29 ივლისს გუდაურში, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი– ჯამში, რვა ადამიანი.

ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება. ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც. ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ:

  1. კახა ტორჩინავა, მაშველი;
  2. გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი, მაშველი;
  3. ზაზა ლო­რია, მფრინავი;
  4. ანდრო ქუჯოშვილი, მფრინავი;
  5. ლე­ვან ჩო­ხე­ლი, მფრინავი;
  6. დიმიტრ ქა­ა­ძე, მფრინავი;
  7. ქეთი გულაღაშვილი, ექიმი;
  8. გიორგი ვენეციკი, ექიმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი