პარასკევს, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
დაღუპულები არიან:
-
- კახა ტორჩინავა, მაშველი;
-
- გიორგი მარგიანი, მაშველი;
-
- ზაზა ლორია, მფრინავი;
-
- ანდრო ქუჯოშვილი, მფრინავი;
-
- ლევან ჩოხელი, მფრინავი;
-
- დიმიტრ ქააძე, მფრინავი;
-
- ქეთი გულაღაშვილი, ექიმი;
-
- გიორგი ვენეციკი, ექიმი.
29 ივლისს გუდაურში, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, – ჯამში რვა ადამიანი.
ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.
ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც. ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.
