ახალი ამბები

თქვენი თავის გარდა, არავინ გაჩერებთ კანდიდატის სტატუსის მიღებისგან — გრეგოროვა

13 ივლისი, 2022 • 597
თქვენი თავის გარდა, არავინ გაჩერებთ კანდიდატის სტატუსის მიღებისგან — გრეგოროვა

ევროპული საპარლამენტო ჯგუფის, “მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრის, ჩეხი დეპუტატის, მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისთვის უნდა გაატაროს აუცილებელი რეფორმები.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა განაცხადა.

„საჭიროა საარჩევნო რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის ხარვეზების აღმოფხვრა. სასამართლო რეფორმის გატარება და მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაში ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი არსებული ხარვეზების აღმოფხვრა; ასევე, აუცილებელია. კორუფციის ფაქტების გამოძიება დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ, ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა კი კორუფციასთან ბრძოლის, დეოლიგარქიზაციისა და სახელმწიფოს მიტაცების აუცილებელი ნაწილია. წლებია, ვუთითებთ დემოკრატიის გაუარესებაზე საქართველოში. საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ ევროინტეგრაციის სურვილს. ეს მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მაღალ სტანდარტებს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას — სერიოზულად განიხილეთ [ევროკომისიის] პირობები  და აჩვენეთ პროგრესი ჩამოთვლილ რეფორმებში. იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში, ოპოზიციის ჩათვლით. ეს არ არის პარტიების და ინდივიდების შესახებ. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია თქვენი ქვეყნისთვის და ამ მომენტში, თქვენი თავის გარდა, არავინ გაჩერებთ კანდიდატის სტატუსის მიღებისგან“, — განაცხადა გრეგოროვამ.

ამ თემაზე:

ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული რეზოლუციის პროექტი საქართველოზე

კუბილიუსის თქმით, ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ივანიშვილია

მასალების გადაბეჭდვის წესი