ევროპარლამენტის დეპუტატი, მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის მინიჭებული ვიზალიბერალიზაციის და კანდიდატის სტატუსის უკან წაღებაც შეუძლია.
„ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული ადგილი გულში საქართველოსთვის. დიდი იმედი მქონდა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას სხვა გეგმები ჰქონია.
მათი ქმედებებისა და მათ მიერ მიღებული კანონების სერია ადასტურებს, რომ მთავრობა არანაირად არაა დაინტერესებული ევროპული მომავლით. [..] ჩვენ [საქართველოს] კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. მისი უკან წაღება შეგვიძლია. ვიზალიბერალიზაცია მივანიჭეთ და მისი უკან წაღებაც შეგვიძლია! გადავდეთ ინდივიდუალური სანქციების მიღება, რომ საქართველოს მის ოკუპანტთან, რუსეთთან, არ დავკარგავდით. მაგრამ ვკარგავთ!“, – განაცხადა გრეგოროვამ.
კიდევ რა თქვეს 8 ოქტომბრის დებატებზე:
- თუ „ოცნება“ ლუკაშენკოს გზით გააგრძელებს სვლას, ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება – იუკნევიჩიანე
- საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია – ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი
- „საქართველოს ხელისუფლება ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებს“ – სვენ მიქსერი
- სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, არ იქნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში – ურმას პაეტი
- „საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს. ასეც მოხდება“ – რიჰარდ კოლსი







