ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე პირადად შეესწრო გაყალბების ფაქტებს.
„მე თავად შევესწარი მანიპულაციებს, შოკი სმომგვრელ ბიულეტენების ჩაყრას, ასევე გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის დარღვევასა და ამომრჩევლის დაშინებას.
ამ არჩევნებს სამართლიანად ვერ მივიჩნევთ. საჭიროა დარღვევების გამოძიება და პასუხისმგებელი პირების სანქცირება“, – თქვა გრეგოროვამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.