თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაიწყო აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“.
ამ დროისთვის [20:10 საათი] უკვე გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი, მოქალაქეების ნაკადი ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან და ასევე, ქვეყნის რეგიონებიდან მოემართება პარლამენტის წინ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს გაათენებენ რუსთაველის გამზირზე – სამოქმედო გეგმის სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში, სახელმწიფო ინტერესების გათვალიწინებით, დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სრულიად კონსტიტუციურად გადასცეს “ეროვნული თანხმობის მთავრობას – ევროკავშირისთვის”.
ეროვნული თანხმობის მთავრობა გარდამავალ ეტაპზე შეასრულებს მთავრობის ფუნქციებს და ევროკომისიის მიერ დათქმულ 12 რეფორმას განახორციელებს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ავტომატურად მოუტანს,“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
ნახეთ ასევე:
მაქარაშვილი: აქციის მონაწილეები რუსთაველზე მთელი ღამე დავრჩებით








