საზოგადოება

დეპუტატმა დიტო სამხარაძემ მომიტინგეებს „ოცნების“ ოფისიდან რამდენჯერმე აგინა

4 ივლისი, 2022 • 1494
დეპუტატმა დიტო სამხარაძემ მომიტინგეებს „ოცნების“ ოფისიდან რამდენჯერმე აგინა

„ქართული ოცნების“ წევრმა და დეპუტატმა, დიტო სამხარაძემ „ოცნების“ ოფისიდანვე „შინ ევროპისკენ“ აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე აგინა.

მაშინ, როდესაც რაც აქციის მომიტინგეთა ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა, სამხარაძემ ფეისბუკზე დაწერა:

სქრინი სამხარაძის ფეისბუკ გვერდიდან

მას შემდეგ, რაც მსვლელობა „ოცნების“ ოფისს მიუახლოვდა, დეპუტატმა მომიტინგეებს რამდენჯერმე უშუალოდ ოფისიდანვე აგინა – ერთხელ აივნიდან, ხოლო მეორედ – ოფისის შესასვლელიდან, სადაც ამ მომენტისთვის ასობით პოლიციელი უკვე მობილიზებული იყო.

გინების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო სამხარაძემ ფეისბუკზე თავადვე გამოაქვეყნა, თუმცა, მალევე წაშალა. მასში ისმის, რომ სამხარაძე აგინებს როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს.


თბილისში პარლამენტის წინ დღეს აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას, მონაწილეთა ერთი ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავიდა, სადაც აქციის რამდენიმე ორგანიზატორი სიტყვით გამოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით სამართალდამცველი.

დაახლოებით, 1 საათის შემდეგ, აქციის მონაწილეები „ოცნების“ ოფისიდან კვლავ პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნდნენ და შეუერთდნენ სხვა მომიტინგეებს. მსვლელობით ისინი ერთად ავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ნაწილი ღამეს გაათენებს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურა – მათ შორის, ცხელი საკვები და სასმელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი