ახალი ამბები

თსუ-ში სტუდენტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

30 ივნისი, 2022 • 781
თსუ-ში სტუდენტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საუბარია დღეს, ე.წ. მაღლივ კორპუსში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ, აგრესიულად განწყობილი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, სტუდენტებს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ:


3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.

კამპანიის ფარგლებში ჩასულ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს რამდენიმე ქალაქში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შეხვედრების ჩაშლა სცადეს.

6 ქალაქში ჩვენი შეხვედრების ჩაშლა საჯარო მოხელეებმა და „ოცნების“ მხარდამჭერებმა სცადეს – „შინ ევროპისკენ“

მასალების გადაბეჭდვის წესი