ახალი ამბები

ნამდვილი „სავოკი“ – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ღარიბაშვილზე

23 ივნისი, 2022 • 1605
ნამდვილი „სავოკი“ – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ღარიბაშვილზე

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი აკრიტიკებს და „სავოკს“ უწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს.

ილვესმა ეს ტვიტი მას შემდეგ დაწერა, რაც ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას კარლ ბილდტი საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან მოსყიდულ ლობისტებს შორის დაასახელა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულად გასაბჭოვდა. ნამდვილი „სავოკი“. საერთოდ, რატომ უნდა დაიჭიროს ევროკავშრიმა მასთან საქმე?“ – წერს ის ტვიტერზე.

„სავოკი“ სლენგია და აღნიშნავს ადამიანს საბჭოთა კავშირიდან. ასევე, ადამიანს, რომელიც შეიძლება არ არის საბჭოთა უშუალოდ კავშირიდან, მაგრამ იზიარებს იდეოლოგიასა და მისწრაფებებს.


გუშინ, 22 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინ ანგარიშით უნდა წარმდგარიყო. თუმცა ამის ნაცვლად ეს დრო გავიდა ძირითადად ოპოზიციასთან პოლემიკაში.

მისი რამდენიმე განცხადება გუშინდელი სხდომიდან იხილეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი