რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2026 წლის 27 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ბრალდებულს მკვლელობის ჩადენისას გენდერული შეუწყანრებლობის მოტივი ჰქომდა, რაც მკვლელობას ფემიციდად აქცევს. პროკურატურა ამას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობას უწოდებს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
